მერია – ბოტანიკურ ბაღში სადრენაჟე სისტემამ ვერ უზრუნველყო მოვარდნილი წყლის მასის გადინება


  • წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს გარკვეული სახის ზიანი მიაყენა. წაქცეულია რამდნიმე ერთეული ხე, შედეგად დაზიანდა და გაირღვა რამდენიმე ადგილას ბოტანკური ბაღის ღობე, დაზიანებულია განათებები და დატბორილია ბოტანიკური ბაღის ნაწილი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღში არსებულმა სადრენაჟე სისტემამ ვერ უზრუნველყო მოვარდნილი წყლის მასის გადინება შესაბამისად დაიტბორა ბოტანიკური ბაღის ნაწილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დამატებით სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს რათა მოამავალში მსგავსი სახის პრობლემის წარმოქნის ალბათობა მინიმუმადე იქნეს დაყვანილი.

უწყების ცნობით, დილიდანვე, ბოტანიკურ ბაღში მუშაობენ შესაბამისი სამსახურების ოპერატიული ჯგუფები და მიმდინარეობს ბოტანიკური ბაღის იერსახის მოწერიგება.

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის. მოქალაქეების უსაფრთოების მიზნით დღეს ბოტანიკურ ბაღი ვიზიტორებისთვის დაკეტილია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!