გზად ევროპისკენ, გზად შინისკენ


  • როდის იყო ეთნოსოფელი რომ მოვაწყვეთ და დღესასწაულად ვაქციეთ? – დიახ, დღე, რომლითაც შესაძლებლობა მიეცათ მცირე რეწვის ოსტატებს თავიანთი ნამუშევრები ამ ქოხებში გამოეფინათ, გაეყიდათ და თავადაც სარგებელი ენახათ…

შემდეგ მცირე რეწვის ოსტატებისთვის და შემოქმედი ხალხისთვის, მიზეზთა გამო, ვერ გახდა ეს სოფელი პრაქტიკული – ზოგს მთელი დღე აქ დასაჯდომად დრო არ ჰქონდა, ზოგს ტერიტორიულად არ აწყობდა, ზოგს უსაფრთხოება აფიქრებდა – ყოველდღე ხომ არ ათრევდნენ აქეთ-იქით თავიანთ ნახელავს, ისეთს, რომელიც ხელჩანთაში ვერ ჩაეტეოდა.

არ გამოდგა „მდგრადი“, „სიცოცხლისუნარიანი“ ეს არც თუ ისე მცირებიუჯეტიანი პროექტი! – უპატრონო ეკლესიის ცნობილი ამბავი დაემართათ ამ ეთნოქოხებს: -ერთმა ფანჯარა ჩამოხსნა, მეორემ კარი… მესამემ იატაკი ააძრო… არ გვინდაო!

…და ნუ გვინდა – ავიღოთ!

მხოლოდ, ადამიანურად, წესისამებრ, დავშალოთ! ასეთ მდგომარეობაში სამარცხვინოა!

ამ დილით, ბოტანიკურ ბაღში, სტიქიის შედეგად, რამდენიმე, ძირფესვიანად ამოგლეჯილი დედა ხის ნახვით გულშეწუხებულმა რომ გამოვიარე, ძალიან მეუხერხულა და მეტკინა დადიანების ჭიშკრის მიმდებარედ დამახინჯებული ფრაგმენტები, ალბათ ისევ ზუგდიდელებისგან, ვანდალურად შეურაცხყოფილი ეთნოსოფლის ქოხები.

წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ მიმავალებმა ჩავიდინეთ ეს უძველესმა ევროპელებმა?! მგონია, ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეუძლიათ რაღაც სახით ჩაერთონ ამ ფაქტში, – შეაკეთონ, დაიცვან. არ ევალებათ? – ევალებათ! – მშობლიური ქალაქი – მშობლიური სახლია. და… ესეც რომ არა, იქნებ, დეტალებში და წვრილმანებშია ეგზომ ნანატრი ევროკავშირის გასაღები.

მკითხველი on

#წინევროპისკენ

#შინევროპისკენ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!