- მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ხალხური სიმღერისა და საკრავების შემსწავლელი სტუდიის (ხელმძღვანელები: ქეთევან კილასონია, ნათელა მაქაცარია) წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა.
სცენაზე წარმოდგენილი იყო ქართული ფოლკლორით შთაგონებული მრავალფეროვანი ნომრები, რომლებიც შეასრულეს გოგონათა გუნდმა „იასამანი“, ბიჭუნათა გუნდმა „მახარია“ და ხალხურ საკრავთა ორკესტრმა „მაფშალია“.
