ზუგდიდი დამსახურებულ ექიმს გურამ დგებუაძეს ეთხოვება


  • დღეს, ზუგდიდი, მედიკოსთა ჯგუფი და რიგითი მოქალაქეები, საქართველოს დამსახურებულ ექიმს, ერთ-ერთ პირველ ტრავმატოლოგს გურამ დგებუაძეს ემშვიდობებიან.

გურამ დგებუაძე ერთ-ერთი პირველი თაობის ტრავმატოლოგი იყო. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებას.

ბატონი გურამის პროფესიონალიზმი, დღემდე, ცალკე თემაა მის კოლეგებში, მაგრამ ცალკე სამაგალითო გამოცდილება და პრაქტიკაა მისი მიდგომა და დამოკიდებულება პაციენტებისადმი. უზადოდ შესრულებული ოპერაციები, წლების განმავლობაში, გულთბილი დამოკიდებულებებით გრძელდებოდა.

ბატონი გურამი სამაგალითო კოლეგა იყო, სამედიცინო დარგის უფროსი თაობების პატივისმცემელი. მის მემუარულ ჩანაწერებში აღწერილია თუ როგორ ვითარდებოდა მედიცინა საქართველოში, სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ის თავის ნამუშევრებში ეფერება პირველ მედიკოსებს-ადამიანებს, ვინც სოფლიდან-სოფელში ფეხით დადიოდა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

ბატონი გურამი საოცარი მრჩეველი და მოყვარული იყო ასევე ახალგაზრდების. იყო მათი დაუღალავი მხარდამჭერი, უხაროდა მათი წარმატებები. პენსიაზე გასულიც მუდმივად მოიკითხავდა და ყოველთვის საქმის კურსში იყო რა და სად უჭირდათ და ულხინდათ მათ.

ოჯახი, მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, დღეს, მას, ოჯახიდან, ცრემლით გააცილებენ. ზუგდიდელებიც ცრემლით გააცილებენ თავიანთ საყვარელ შვილს, ნაღდ ზუგდიდელს, ქალაქის კოლორიტს, პროფესიონალს, რომელიც ათეულობით წელი ღირსეულად ემსახურა მათ.

ზუგდიდელების სახელით “ზუგდიდელები“


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!