ნინი ნარუშვილი საერთაშორისო ონლაინ კონკურსების გამარჯვებულია


  • ნინი ნარუშვილი პირველი საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. ის ამერიკული მუსიკალური ონლაინ კონკურსის გრანპრის გამარჯვებულია და ასევე ბერძნული მუსიკალური ონლაინ კონკურსის პირველი ადგილის მფლობელია.

-პირველი სასცენო ნაბიჯები…

-4 წლიდან ვმღერი. დავდიოდი სტუდიო “რიბი-რაბოში”, ქალბატონ ნინო მამფორიასთან და სწორედ აქ შედგა ჩემი დებიუტი. “რიბი-რაბოს” შემდეგ, მღეროდი სტუდია “რეტროში” ქალბატონ ნანა ნოდიასთან. ასევე დავამთავრე ზუგდიდის მეორე სამუსიკო სკოლა, სადაც თითოეულმა პედაგოგმა წვლილი შეიტანა ჩემი ხმის დახვეწაში. განსაკუთრებით გამოვყოფდი სამუსიკო სკოლის დირექტორს ნანა ჭეჟიას, ვოკალის პედაგოგს ქალბატონ ეთერ სალიას და ფორტეპიანოს მასწავლებელს ქალბატონ მაია ძანძავას.

-რამდენიმე კონკურსის მონაწილე ხარ…

-დიახ. “გაზაფხულის ფერები”, ”ოქროს ტალღა” და ა.შ. ბოლოს მონაწილეობა მივიღე იუნესკოსა და Wapa-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინ კონკურსში, ათენში, სადაც ავიღე პირველი ადგილი, ხოლო შემდეგ ამერიკაში ჩატარებულ ონლაინ კონკურსში გავხდი გრანპრის მფლობელი. შევასრულე იტალიური სიმღერა “სანტა ლუჩია”. ჟიური შედგებოდა 10 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლისაგან. თითეული ქვეყნის წარმომადგენილი აფასებდა სიმღერას 10 ბალიანი სისტემით და სწორედ ჟიურიმ გადაწყვიტა, რომ მე ვიქნებოდი გრამპრის მფლობელი.

როგორ შეხვდა შენს წარმატებას ქალაქი, სკოლა, მეგობრები…

-რა თქმა უნდა, ყველას გაუხარდა ჩემი წარმატება. ბევრი გულწრფელი მოლოცვა მივიღე.

-არის ისეთი სიმღერა, რომლის შესრულებაზე ოცნებობ?

-მინდა შევასრულო მეტროპოლიტების ოპერის თეატრში (ამერიკა, ნიუ-იორკი) “ავე მარია”. ასევე, მინდა მეგრული სიმღერა გავაჟღერო აღნიშნულ სცენაზე.

-გახდება სიმღერა შენი ძირითადი პროფესია?

-ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ძირითადი პროფესია იქნება, მაგრამ იურისპრუდენცია მიყვარს. ვფიქრობ, რომ სამართლიანობა და სამართლის ძიება ჩემთვის ნომერ პირველია. მინდა ვიყო პროკურორი.

-ბლოგერიც ხარ?

-ვარ დამწყები ბლოგერი, მაქვს ფეისბუქ გვერდი (Travel in Georgia with Nini) მოგზაურობა საქართველოში ნინისთან ერთად. რაც შეეხება გვერდის შექმნის მიზეზს, ხშირად ვმოგზაურობ ოჯახთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და აქიდან გამომდინარე, დამებადა იდეა, რომ ჩემი შთაბეჭდილებები საზოგადოებისთვის გამეზიარებინა. ბოლოს, ვიმოგზაურე სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში მოვილოცე ეკლესიები. განსაკუთრებით მაინც სვანეთი მომეწონა.

-წიგნის მოყვარული ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის წევრიც ხარ..

-დიახ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში არსებული წიგნის მოყვარული ახალგაზრდების ჯგუფის წევრი ვარ. ახალგაზარდები ერთმანეთს ვუზიარებთ სხვადასხვა წიგნებს, ვმსჯელობთ ახალგაზრდების პრობლემებზე და თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი წიგნის კითხვაა.

-საკუთარ თავს როგორ დაახასიათებ?

-ვარ მეგობრული, სერიოზული, შრომისმოყვარე და ზოგჯერ ჯიუტი.

-შენი ჰობი?

-კითხვა მიყვარს. ასევე, ვეუფლები სხვადასხვა აპლიკაციას.

-ვინ არის შენი შემფასებელი?

-ჩემი განსაკუთრებული მხარდამჭერები მშობლები არიან. დედა მარიკა შამუგია “ვითიბი” ბანკის საკრედიტო მენეჯერია. მამა გიორგი ნარუშვილი გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომელია. მყავს პატარა და ანო. ჩემი უპირობო ხელშემწყობები არიან: ბაბუები, ბებიები და ბიძები.

სამომავლო გეგმები…

-მინდა სამომავლოდ ამერიკაში წავიდე სასწავლებლად და მივაღწიო წარმატებას.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!