- აფხაზეთში კორონავირუსზე კვლევა 808 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 428 ახალი შემთხვევა.
დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის კლინიკაში სამი პაციენტი გარდაიცვალ ბოლო დღე – ღამის განმავლობაში, 69 და 70 წლის მამაკაცები და 68 წლის ქალი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სოხუმმა ინფიცირების 43194 შემთხვევა აღრიცხა, გამოჯანმრთელდა 36412 პირი, გარდაიცვალა 594 ადამიანი.