ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ისევ კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამოცხადებული ერთსაათიანი შესვენების მიუხედავად, კვორუმი ისევ ვერ შედგა. 

ინფორმაციისთვის, საკრებულოს დღევანდელ სხდომას “ოცნების” 19 წევრი ესწრებოდა. სხდომას ისევ არ ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

საკრებულოს დროებითმა, უხუცესმა სპიკერმა თემურ უბერმა დეპუტატებს მიმართა სხდომა გადაედოთ ერთი საათით და ამით შესაძლებლობა მიეცათ კოლეგებისთვის, რომ მობრძანებულიყვნენ საკრებულოს სხდომაზე. “თუ შედგა კვორუმი, ისევ გავაგრძელებთ სხდომას.”-განაცხადა სხდომის დროებითმა სპიკერმა.

სხდომაზე არ გამოცხადა 25 დეპუტატი-22 “ენმ”-ს, 3 “ქართული ოცნების” დეპუტატი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!