- ხვალ, 3 დეკემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომაა დაანონსებული. პირველ სხდომას წესისამებრ, უნდა გაუძღვეს საკრებულოს უხუცესი წევრი. ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებში უხუცესი არის “ქართული ოცნების” წევრი კონსტატინე უბერი, რომელიც 1954 წელსაა დაბადებული.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი მოწვევის საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა კი გახლავთ “ნაციონალური მოძრაობის წევრი მარიამ ახალაია.