აფხაზეთში კორონავირუსის 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 589 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 155 ახალი შემთხვევა.

დეფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 2 დღის განმავლობაში, კორონავირუსს კიდევ 7 პაციენტი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 32609 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა – 476, გამოჯანმრთელდა 27 688 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 × 2 =

Akismet ანტისპამი