ნარაზენს ახალი ამბულატორია ექნება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულს ახალი საექიმო ამბულატორია ექნება – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, სოფლის ცენტრში არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მოადგილე ლუდუკ ხასია გაეცნენ.

ნარაზენში ამბულატორიას აქამდე საკუთარი შენობა არ ჰქონია და ის სკოლის ყოფილ ავარიულ შენობაში იყო განთავსებული.

ნარაზენის გარდა, ხუთი ახალი ამბულატორია ახალაბასთუმანში, კახათში, ყულიშკარში, ინგირსა და ხურჩაში აშენდა, ხოლო ორი ამბულატორია რეაბილიტირდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!