- კრასნოდარში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე, ექიმი-ნეიროქირურგი ზურაბ ჯიჯიხია, კრასნოდარელ პაციენტთა გამოკითხვის შედეგად, 2021 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით და რეიტინგით, კრასნოდარის მხარის ნომერ პირველ ნეიროქირურგად იქნა დასახელებული. ვულოცავთ ზურაბს წარმატებას.
“ზუგდიდელები” ადრეც წერდა ექიმ ძმებზე ზურაბ და კონსტანტინე ჯიჯიხიებზე. ისინი საზღვარგარეთაც დიდი იმედი არიან ქართველებისთვის.