- დღეს, სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები, აღიჭურვა ავეჯითა და ტექნიკით.
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 1.9 მილიონი ლარია.