- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 53 კოვიდპაციენტი.
ფოთის ჰოსპიტალში 35 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე.
“სენამედის” კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 37 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 19 პაციენტი.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 12 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი – 27 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 77 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, რუხის კოვიდ კლინიკაში 11 თებერვალს გარდაიცვალა 1 პირი, ოკუპირებულ გუდაუთაში მცხოვრები 71 წლის მამაკაცი.