- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე გასული დღე-ღამის განმავლობაში 259 ტესტი გაკეთდა, რის შედეგადაც ვირუსი 23 ადამიანს გამოუვლინდა.
საერთო ჯამში, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 11761 ადამიანი შეადგინა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 175 ადამიანი, რომელთა საერთო რაოდენობამ 10598 შეადგინა.