- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ88 მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, კომპანია “აქარ იჩ ვედიშ ტიჯარედ ლიმიტედ შირქეთის” მიერ დაგეგმილი სამუშაოები სრულად ვერ მოესწრო, რის გამოც სამუშაოები გადაიწევს 14:00 სთ-მდე.
აღნიშნულ პერიოდში გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსასვლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.