- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 9 626 700 ლარის ოდენობით გაიზარდა და 50 026 700 ლარით განისაზღვრა, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 40 400 000 ლარისა.
შესაბამის ცვლილებას საკრებულოს წევრებმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირეს მხარი.
მათივე ცნობით, აღნიშნული თანხა გამოყოფილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. კერძოდ, წყალმომარაგების სისტემისა და გარე განათების მოწყობისთვის, მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობისთვის, გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვისათვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განსახორციელებლად და სხვა.