აფხაზეთში კორონავირუსის 149 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 658 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან ვირუსის 149 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აფხაზეთში, კიდევ 2 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 251 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 145 პაციენტი, 8 010 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 + 14 =

Akismet ანტისპამი