- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.
უწყების ცნობით, მოსალოდნელი ძლიერი ნალექები მთიან ზონებში ზვავების ფორმირებას და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას გამოიწვევს. საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს.