ქრთამის აღების ბრალდებით ზუგდიდის მერის წარმომადგენელი დააკავეს


  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ერგეტას (ცვანეს) ადმინისტრაციულ ერთეულში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი მოქალაქეს, 65 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ზუგდიდის რაიონის სოფ. ერგეტაში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას დაჰპირდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, მოქალაქისგან აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 15 000 ამერიკული დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!