რუხის კლინიკაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 77 კოვიდპაციენტი.

ფოთის ჰოსპიტალში 35 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმე.

“სენამედის” კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 39 პაციენტი, მათ შორის მძიმე 11.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 20 პაციენტი, მათ შორის მძიმე 4.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 13 პაციენტი. სენაკი ლაზიკა მედი – 29 პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 375.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 93 ადამიანი.

ამავე ინფორმაციით, რუხის კლინიკაში კორონავირუსით 79 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

13 − 3 =

Akismet ანტისპამი