- ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19.41%, რაც რაოდენობრივად 681 583 ამომრჩეველია.
ანა მიქელაძის განმარტებით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაფიქსირდა – 28.3%, ხოლო ყველაზე დაბალი ისევ აჭარის რეგიონში – 17.9%.