- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 150 ადამიანი სტაციონარულ განყოფილებაში მკურნალობს, მათგან 119-ს აქვს COVID-19 დიაგნოზი. 31 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 39 პაციენტი საშუალო სიმძიმისაა.
ოკუპირებულ აფხაზეთში, კორონავირუსის 3036 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 1267 ადამიანი. 31 პაციენტი დაიღუპა.