ზუგდიდში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 346 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა.

“მათგან გვაქვს 8 დადებითი პასუხი. აქედან 3 შემთხვევა გვაქვს ზუგდიდში, მათ შორის არის 1 ოქროს ბირჟის კლასტერის კონტაქტი, 2 არის თბილისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. 1 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, რომელიც წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, დანარჩენილი 4 შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები არიან, რომლებიც ცხელებით იყვნენ მოთავსებულები რუხის კლინიკაში. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 202 მოქალაქეს”.-ნათქვამია ინფორმაციაში.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 73 კოვიდ პაციენტი, აქედან 20-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი, მათგან 4 ზუგდიდის მკვიდრია, 1 მარტვილში მცხოვრები მოქალაქეა, 1 სენაკში მცხოვრები მოქალაქეა, 1 თბილისში მცხოვრები მოქალაქეა და 1 ფოთის მკვიდრია, რომელიც ფოთის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. 1 გურიის რეგიონიდანაა, 4 ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 106 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × two =

Akismet ანტისპამი