საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა


  • თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა.

“შემცირდა აჭარაში ახალი შემთხვევების რაოდენობა, ამჟამად 49 პროცდენტია მხოლოდ, რაც შეესაბამება 230 პაციენტს, თუმცა საყურადღებოა, რომ თბილისში იმატებს შემთხვევები, 28 პროცენტია უკვე ინფიცირებულების – 134 შემთხვევა, იმერეთში – 68 ახალი შემთხვევა, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში 8-8 შემთხვევა, შიდა ქართლში – ექვსი, კახეთსა და მცხეთა მთიანეთში -5 -5”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ენდელაძის განმარტებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 4672 პაციენტიდან 60-ს მდგომარეობა კრიტიკულია, აქედან 59 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!