საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 348 აჭარაში, 99 კი თბილისში გამოვლინდა


  • თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარას, 99 თბილისს, 59 კი იმერეთს უკავშირდება.

“აჭარა კვლავ ლიდერია, თუმცა ცოტა შემცირდა, – 348, თბილისში – 99, იმერეთში – 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში -19, მცხეთა მთიანეთში -10. დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია. გამოჩნდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, მხოლოდ ერთი შემთხვევაა, გურიასა და კახეთში 3-3 შემთხვევა, შიდა ქართლში -ოთხი, ქემო ქართლში – ერთი, სამცხე ჯავახეთში – ერთი”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × 3 =

Akismet ანტისპამი