- ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 57.
“აჭარაში 360 ახალი შემთხვევაა, თბილისში-57, სამეგრელო ზემო-სვანეთი-22, იმერეთში- 11, ქვემო ქართლსა და კახეთში 6-6 ახალი შემთხვევა გვაქვს, გურია-5, მცხეთა-მთიანეთი-3, სამცხე-ჯავახეთში-1”,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.