- აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
“დღეს პირველმა ლედიმ და მე „კოვიდ-19“-ის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღეთ. დაუყოვნებლივ ვიწყებთ კარანტინსა და გამოჯანმრთელების პროცესს. ამას ერთად დავძლევთ“, – წერს დონალდ ტრამპი.
მანამდე ვირუსი მის თანაშემწეს, ჰოუფ ჰიქსს დაუდგინდა. სწორედ ამის შემდეგ ჩაუტარეს დონალდ და მელანია ტრამპებს ტესტირება.