- საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გარდაცვლილი პაციენტი 81 წლის მამაკაცია. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა და აღენიშნებოდა თანხმლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია.