აფხაზეთში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა


  • აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 289 ადამიანს, მათგან 71-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 132 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

აფხაზეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 1 458 ფაქტი გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 530, ხოლო გარდაიცვალა  11 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

17 − 6 =

Akismet ანტისპამი