- საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევიდან 193 აჭარას, 43 კი თბილისს უკავშირდება,-განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძრვანელმა მარინა ენდელაძემ.
“294 ახალინფიცირებულთა შორის კვლავ აჭარა ლიდერობს, 66 პროცენტით 193 ახალი პაციენტია გამოვლენილი აჭარაში, თბილისში არის 15 პროცენტი, 43 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება, გურიაში გახლავთ 16 ახალი პაციენტი, იმერეთში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 11 პაციენტი, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5 ახალი დადასტურებული, შიდა ქართლში – ოთხი, კახეთში – ორი, მცხეთა-მთიანეთში – ერთი”, – განაცხადა ენდელაძემ.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით არსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 20-ის მდგომარეობა კრიტიკულია.