ზუგდიდში კორონავირუსი კიდევ სამ პირს დაუდასტურდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, 26, სექტემებრს გაიტესტა 477 მოქალაქე, აქედან ვირუსი დაუდასტურდა 13 პირს.  სამი ზუგდიდის მცხოვრებია და ე.წ. “ოქროს ბირჟის” კლასტერს ეკუთვნის. კორონავირუსი გამოუვლინდა ფოთში მცხოვრებსაც, რომელიც ადრე დადასტურებული პაციენტის მეუღლეა.

კორონავირუსი დაუდასტურდა გურიის და იმერეთის სამ მაცხოვრებელს. ვირუსი გამოუვლინდა ოკუპირებული საბერიოს 6 მკვიდრს.

მალხაზ თორიას განმარტებით, რეგიონის მასშტაბით, იმყოფება 72 კოვიდინფიცირებული. 69 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებულია. მათგან ოთხის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე.

თორიას თქმით, ფოთის კლინიკაში მკურნალობს 39 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი. ერთი სენაკის მაცხოვრებელია, ორი კი აფხაზეთის. სამეგრელოში საკარანტინე სივრცეებში 172 მოქალაქეა მოთავსებული.

ინფორმაციისთვის, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5254 -ს შეადგენს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!