კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა


  • თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში, 34-კი თბილისში დაფიქსირდა.

“დადასტურდა 259 ახალი შემთხვევა, 4399 გახდა ინფიცირებულების რიცხვი. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 1705 გახდა, 62 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გადანაწილებას რეგიონების მიხედვით, კვლავ ლიდერობს აჭარა, 164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თბილისში შედარებით მცირე, 34 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში 22 შემთხვევა გვაქვს, აქედან 15 ქუთაისია, 3 – წყალტუბო, თერჯოლა და საჩხერეში თითო პაციენტია ახალი კოვიდინფიცირებული, ბაღდათში 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო-ზემო სვანეთში გახლავთ 15 ახალი შემთხვევა, გორში-1, მარნეულში-1, მცხეთაში-1, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულია 5 შემთხვევა“,-განაცხადა ენდელაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4399 -ს შეადგენს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!