თეატრების, კინოთეატრების და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო


  • მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თეატრებისა და კინოთეატრების, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო.

“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა, შესაბამისად უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ცალკეული შეზღუდვების დაწესებისა და კონკრეტული რეგულაციების გამკაცრების შესახებ, რომლებიც ხვალიდან შევა ძალაში. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ თეატრებთან და კინოთეატრებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება, კერძოდ აღნიშნული ობიექტები უნდა გახსნილიყო ნაწილი 15 სექტემბრიდან და ნაწილი 1 ოქტომბრიდან, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მათი გახსნა გადაიდო 1 თვით. შესაბამისად, თეატრები და კინოთეატრები, ისევე როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრები, გაიხსნება პირველი ნოემბრიდან,”- განაცხადა მეზვრიშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!