- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთი რუსი ტურისტია.
ინფორმაციას, კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. „ოპერატიულ შტაბზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ინფიცირებული ტურისტი სამკურნალოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან კრასნოდარის მხარეში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამავე ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორნავირუსის 134 შემთხვევაა დადასტურებული. „კოვიდ 19“-ით 3 ადამიანი გარდაიცვალა. 38 ადამიანი გამოჯანმრთელდა.