პრეზიდენტი: ხანძარი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა


  • საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის გალერეაში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე იზრუნოს.

“ხანძარი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა. ვწუხვარ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ისე რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღადგინოს ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!