- დღეს, მოძრაობა “სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ რუსთაველის ქუჩაზე ბრიფინგი გამართა და ყურადღება გაამახვილა ქალაქში არსებულ საავტომობილო გზებზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
თენგიზ ჯგუშიამ მოუწოდა მთავრობას, რომ არ დაამთხვიონ ეს ყველაფერი საარჩევნო კალენდარს და ემსახურონ მოსახლეობას ამ კალენდრის გარეშე.
“სამეგრელოს ხმის” ლიდერის ბრალდებებს უპასუხეს მერიაში. უწყების განმარტებით, რუსთაველის ქუჩაზე დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, მალე დაიწყება 60-მდე ქუჩის რეაბილიტაცია.