გუბერნატორი ზუგდიდის შესაძლო ჩაკეტვაზე


  • მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებთან ქალაქის შესაძლო ჩაკეტვასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განმარტებით, ეს არის გადასაწყვეტი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ. ამდენად ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი რთული სათქმელია, თუმცა თუ გავრცელება იქნება ფართო მასშტაბის, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში.

“დღეის მონაცემებით, ყველა ის ინფიცირებული – ტრაილერის მძღოლის კლასტერის კონტაქტები პრაქტიკულად ჯერ-ჯერობით არის მიკვლევადი, შესაბამისად ეს ადამიანები გადაგვყავს კარანტინში, როდესაც გვექნება შემთხვევა, როცა ვერ დადგინდება კონტაქტები, მაშინ რა თქმა უნდა, მოგვიწევს ზომების გამკაცრების დღის წესრიგში დაყენება. ჩვენ ჯანდაცვის მუშაკების ყველა რეკომენდაციებს და მითითებებს გავითვალისწინებთ. 10 პაციენტი გვყავს ამ ეტაპზე რეგიონში, აქედან 6 არის მძღოლის კლასტერიდან. რა თქმა უნდა, ამ 6 ადამიანის კონტაქტების შემოწმება ხდება. იქ სადაც ჩვენი მედიკოსები თვლიან, რომ ეს ხალხი იყოს გადაყვანილი კარანტინში ან თვითიზოლაციაში, ყველა ეს ღონისძიება ხორციელდება. გავმეორდები, ჯერჯერობით ეს კონტაქტები არის მიკველვადი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი”,- განაცხადა გუბერნატორმა ჟურნალისტებთან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!