- როგორც ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ლალი დარახველიძე მედიისთვის განმარტავს, ამ წუთებისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს ხუთი პაციენტი.
“ხუთი პაციენტიდან ორს კორონავირუსი უკვე დადასტურებული აქვს. რაც შეეხება გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოყვანილ შუახნის მამაკაცს და ორ მცირეწლოვანს, მათი ბიოლოგიური მასალა გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხს”.