საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება


  • ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ხსდომაზე თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატების ყოფნას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამოეხმაურა.

“11 მარტს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მყოფმა ორმა ადვოკატმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. ამის საფუძველზე ითხოვეს სხდომის გადადება. მას შემდეგ, რაც სასამართლოს თანამშრომლებმა ადვოკატების თვითიზოლაციაში ყოფნის შესახებ შეიტყვეს მყისიერად იმოქმედეს და სთხოვეს შენობის დატოვება. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი ადვოკატი სხდომათა დარბაზში შევიდა და თავად წარადგინა შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფაქტის შესახებ შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, მათ შორის საპატრულო პოლიციას. მათ ადგილზევე შეისწავლეს არსებული ვითარება. სასამართლოს შენობაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაო. რაც შეეხება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადადებული პროცესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას – ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გადაიდო მხოლოდ ორი პროცესი თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღევანდელი შემთხვევა განსაკუთებული შეშფოთების საფუძველს არ წარმოადგენს. სასამართლო სისტემა ყურადღებით ეკიდება და სრულად ითვალისწინებს კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებულ რეკომენდაციებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავონ სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა”,-ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!