- საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და აღმზრდელების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ა(ა)ი.პ. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრმა“ , ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან კონსულტაციით მიიღო გადაწყვეტილება, რომ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გადაიდოს.
“მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სააღმზრდელო დაწესებულებებში 2019-2020 სასწავლო წლის საგაზაფხულო არდადეგები 2 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდეს.
სსდმ ცენტრის დირექტორი ხათუნა თოლორაია: ,,გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ ბაღის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, სააღმზრდელო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საბავშვო ბაღის ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს ს/ბაღის ინვენტარი, რაც დაავადების თავიდან ასაცილებაში დაგვეხმარება“.-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ცენტრის ფეისიგვერდზე გავრცელდა.