ადგილობრივი თვითმმართველობის წარმო-მადგენლობითი ორგანოს საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოს შუალედური არჩევნები 31 მაისს გაიმართა. #67 ზუგდიდის საოლქო საარჩვენო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებმა ერგეტაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, გამჭვირვალედ, არანაირ ექსესებს ადგილი არ ქონია. არჩევნებში 731-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. „თავისუფალი საქარველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბაჩუკი ნაროუშვილმა 4 ხმა მიიღო, პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ კობა ბულიამ 305, ხოლო კოალიცია ქართული ოცნებიდან“ ვასილ გაბისონიამ 410. წინასწარი მონაცემებით ვასილ გაბისონია ლიდერობს. შუალედური არჩევნების გამართვის აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა რაც 79 წლის ასაკში გარდაიცვალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი ნაპო გაბისონია.