ზუგდიდელები აპროტესტებენ


„თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელმა სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში ბენზინგასამართ სადგურ „გალფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი საპროტეტო აქცია გაიმართა. გურამ შელიამ თანამოაზრეებთან ერთად, ბენზინსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა გააპროტესტა. მისი თქმით, საქართველოში ბაზარზე მონოპოლისტი კომპანიები სხვა უფრო პატარა კომპანიებს ბლოკავენ, მოსახლეობას კი მძიმე სოციალური პირობების ფონზე განსაკუთრებით უჭირს წამლების და ბენზინის შეძენა. გურამ შელიამ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ გამაფრთხილებელი აქციაა და მომავალში მსგავსი შინაარსის შეკრებას კიდევ გამართავენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!