დღეს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ანი წითლიძე და პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია დამნაშავედ ცნო და 2000-2000 ლარიანი ჯარიმები შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ მიიღო.
მოგვიანებით, ანა წითლიძემ ფეისბუქგვერდზე დაწერა: “აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ. პოლიცია ჩვენ გამოვიძახეთ დაგვიცავით უცნობი პირები გვითვალთვალებენ და გვიშველეთთქო, პოლიციამ ჩვენვე დაგვაკავა და სასამართლოზე ჩვენივე წარდგენილი მტკიცებულებებით, სასამართლომ ჩვენვე დაგვაჯარიმა.”
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და აქტივისტი ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა.