6 თვეში საქართველოში „ფაიზერით“ 648 858 მოქალაქეა აცრილი, „სინოფარმით“ – 427 114, „სინოვაკით“ – 137 048, „ასტრაზენეკათი“ – 118 461 პირი


  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 მარტიდან 5 სექტემბერის პერიოდში, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით 648 858 მოქალაქეა აცრილი, საიდანაც 1 დოზით ვაქცინირებულია 444 505 მოქალაქე, ხოლო ორი დოზით 204 353 პირი.

რაც შეეხება დანარჩენი ვაქცინების განაწილებას, ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ აცრილია 427 114 პირი, საიდანაც ერთი დოზით ვაქცინირებულია 260 254 მოქალაქე, ხოლო ორი დოზით 166 860 პირი.

ასევე ჩინური ვაქცინა „სინოვაკით“ აიცრა 137 048 პირი, საიდანაც 1 დოზით ვაქცინირებულია 79 228 მოქალაქე, ორი დოზით კი 57 820 პირი.

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინირებულია 118 461 მოქალაქე, საიდანაც ერთი დოზით 61 328 პირი აიცრა, ორი დოზით კი 57 133 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!