5 ემოცია, რომელიც ვნებს ჯანმრთელობას


  • ავსტრალიელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევა ჩაატარეს. ისინი ხუთი წელი აკვირდებოდნენ ადამიანებს და იკვლევდნენ, თუ რომელი ემოცია მოქმედებს ყველაზე უარყოფითად ჯანმრთელობაზე. მათ ხუთი ისეთი ემოცია გამოყვეს, რომლებიც განსაკუთრებით ქალებისთვისაა დამახასიათებელი. 

ერთ-ერთი და ყველაზე მავნე შური აღმოჩნდა. თქვენ წარმოიდგინეთ და, მას ინფარქტის გამოწვევა შეუძლია. დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ შურიან ადამიანებს ყველაზე ხშირად სწორედ ინფარქტი ემართებათ. ასე რომ, გაიხარეთ და დატკბით სხვების მიღწევებით…

ეჭვიანობასაც არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია. ის არღვევს ჰორმონულ ბალანსს ორგანიზმში, რაც მრავალგვარი დაავადების გამოწვევას იწვევს. თუ ეს გრძნობა განსაკუთრებით გამძაფრებულია და მას ნერვული ფონიც ემატება, ასეთ დროს სერიოზული საფრთხის წინაშე დგება შვილოსნობის უნარი, მამაკაცებში კი იმპოტენციას იწვევს.

თვითკრიტიკულობა და ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულება უდიდეს საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას. ის აქვეითებს იმუნიტეტს და ზრდის ინფექციური დაავადებების რისკს. ასევე ზრდის მიდრეკილებას ონკოლოგიური დაავადებებისკენ.

არც ის ვარგა გამუდმებით საკუთარი თავი რომ გეცოდებოდეთ, ასეთი გრძნობა ზიანს აყენებს ღვიძლსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას. სწორედ ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ საკუთარი თავის რწმენა გქონდეთ.

ხელმომჭირნეობაც არ ჩამორჩა ამ ხუთეულს. მართალია, ბოლო ადგილზე აღმოჩნდა, მაგრამ მაინც შევიდა სიაში. წუწურაქობა თურმე ყველაზე ხშირად იწვევს ბულიმიასა და ანორექსიას.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!