ინოვაციური შეფუთვა, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის შენახვის ვადას ახანგრძლივებს


  • ბაზარზე ინოვაციური შეფუთვა გამოჩნდა, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის შენახვის ვადას ახანგრძლივებს. ახალი შესაფუთი ტექნოლოგია კომპანიამ Sufresca ისრაელში შეიმუშავა და როგორც მწარმოებლები აცხადებენ, ის პროდუქტს რამდენიმე კვირის განმავლობაში პირვანდელი სახით ინარჩუნებს, რაც მთავარია, ცივ ადგილზე შენახვის გარეშე.

როგორც Aggeek.net AgFunder-ზე დაყრდნობით წერს, ეს არის ერთგვარი სტარტაპი, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის ხარისხს სრულად ინარჩუნებს. მას სხვაგვარად უწოდებენ „შეფუთვას, რომელიც სუნთქავს“. მწარმოებლების თქმით, შეფუთვა სრულიად უსაფრთხოა და იგი ბიოპროდუქტს წარმოადგენს.

Sufresca არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ამგვარ შეფუთვას აწარმოებს.

იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებლებს სიახლეები უყვართ, მათ შორის ეძებენ მეთოდებს, რომლითაც პროდუქტს უვნებლად შეინახავენ, აღნიშნულმა ინოვაციურმა შეფუთვამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. მათი თქმით, ეს შეამცირებს მსოფლიოში როგორც პლასტიკის გამოყენებას, ისე ხარჯებს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!