პირველი ზუგდიდელი პოლიტპატიმარი ქალი-კატუშა ბებია


  • კატუშა ბებია, საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობისთვის მებრძოლი პირველი პოლიტპატიმარი ზუგდიდელი ქალბატონი. მემატიანემ უნდა შეისწავლოს მისი ცხოვრება და მოღვაწეობა, ბრძოლისა და პატიმრობის წლები. კატია სრულიად ახალგაზრდა ჩაება ეროვნულ მოძრაობაში.

იყო ზაურ და ინდიკო ქობალიების და მისი თაობის დისიდენტების თანამებრძოლი. მისი თანამონაწილეობით და ხელშეწყობით იბეჭდებოდა და ვრცელდებოდა პროკლამაციები ზუგდიდიდან სრულიად საქართველოში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოწოდებით. დაპატიმრებული იყო ოთხი წელი. საინტერესოა მისი არქივი და მიმოწერა თანამებრძოლებთან. სასურველია, კატუშა ბებიაზე და მის ოჯახზე მეტი იცოდნენ თაობებმა.

“ერთი პალმა გვედგა ეზოში. ჩემდაგასაკვირად, ეს პალმა ხშირად იცვლიდა ადგილს-ხან სად გადაადგილებდნენ და ხან სად. თურმე, პალმის ძირში მალავდნენ პროკლამაციებს და სასტამბო შრიფტებს კატუშა და მისი თანამებრძოლები, რასაც რა თქმა უნდა მიუხვდნენ და როგორც თივთმტკიცება ამოიღეს.”…-გვიყვება ავრორა ბებია, კატუშას უმცროსი და.

კატუშას თანამოაზრე ყოფილა მთელი ოჯახი: დედა, მამა, უფროსი და მიმოზა ბებია. რის გამოც ოჯახს ხშირად უხდებოდა დაკითხვებზე სირბლი ზუგდიდსა და თბილისში. კატუშას დედას შესთავაზეს თურმე-შეგახვედრებთ შენს პატიმარ ქალიშვილს და ურჩიე ყველაფერი აღიაროსო. შეხვედრაზე დედას კატუშასთვის უთქვამს: დედი, თუ ვინმეზე რამე იცი, არაფერი თქვა… მეც ასე მოვიქცეოდი, არაფერს ვიტყიდიო… კატუშა ბებიამ სამშობლოს სიყვარულში იცხოვრა. მასზე ლეგენდები დადიოდა თურმე.

სურათი მოგვაწოდა კატუშა ბებიას დამ ავრორა ბებიამ, რომელიც გეგმავს დის საოჯახო მუზეუმის დაფუძნებას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!