29 იანვრიდან დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. 28 იანვრიდან 4 თებერვლამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მთაში და მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 27-28 იანვარს დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17 გრადუსი იქნება, ხოლო 29 იანვრიდან 3-4 გრადუსით დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისში 26-28 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. 29-31 იანვარს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. 29 იანვრამდე ღამის საათებში ისევ უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი (-2, -4 გრადუსი), 29 იანვრიდან კი შედარებით დათბება და ჰაერის ტემპერატურა ღამით +1, +3, ხოლო დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!