სამეგრელოს რეგიონში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს.

პრემიერის გადაწყვეტილებით რეგიონში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 5 310 000 ლარი გამოიყო.

გარდა აღდგენითი სამუშაოებისა, სტიქიის შედეგად დაზიანებული კერძო სახლების მფლობელებისთვის საკონპენსაციოდ მთავრობის განკარგულებით 1 470 000 ლარი გამოიყო. ძლიერი ქარის შედეგად მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანდა 2400-მდე საცხოვრებელი სახლი. დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების ჩარიცხვა მიმდინარეობს, საკომპენსაციო ნაწილი სამშენებლო მასალებთან ერთად ხელოსნებისთვის საჭირო თანხასაც ითვალისწინებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

thirteen − 7 =

Akismet ანტისპამი