24 ეკომიგრანტ ოჯახს სახლს შეუსყიდიან


  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 24 ოჯახს სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ეკომიგრანტი ოჯახები საცხოვრებელს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავად შეარჩევენ.

„შერჩეულ სახლებს უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს და ხელს უწყობს ინტეგრაციის პროცესს. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეკომიგრანტი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლებს შეუსყიდის: https://idp.gov.ge/statement-97/


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.